პოლონურენოვანი კომუნიკაციების  მენეჯერი

თარიღები: 22 აგვ - 20 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული პოლონური
ელ. ფოსტა: vacancy@miminotravel.com
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ტურიზმი(ზოგადი)

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  მიმინო თრეველ ჯორჯია“  ეძებს კანდიდატს  პოლონურენოვანი კომუნიკაციების  მენეჯერის  პოზიციაზე.

ტურისტული კომპანია მიმინო თრეველი“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

ორგანიზაცია დგას ორგანიზაციული ზრდის პერსპექტივის წინაშე და დასახული მიზნების განსახორციელებლად გვჭირდება დეფიციტური ადამიანური რესურსის აღმოჩენა და განვითარება. გთავაზობთ ამ ეტაპზე არსებული ღია პოზიციის აღწერილობას:

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება პოლონეთში და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • ახალ და მიმდინარე პარტნიორებთან შეხვედრების ჩანიშვნა;
  • დაგეგმილ შეხვედრებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
  • ასევე, საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რამდენჯერმე წლის განმავლობაში;
  • პარტნიორის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი მოთხოვნის ფორმის დამუშავება და გაგზავნა შესაბამის პასხუისმგებელ პირთან პროდუქტის შესადგენად;
  • საბოლოო პროგრამის წარდგენა პარტნიორისთვის და დადასტურების შემდგომ მისი გადაცემა საოპერაციო განყოფილებისთვის;
  • რეპორტინგი; 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • უპირატესობად ჩაითვლება სწავლა ან სამუშო გამოცდილება პოლონეთში;
  • სასურველია 0- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია პოლონური ენის სრულყოფილად, მაღალ დონეზე ცოდნა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
  • სასიამოვნო და მეგობრული გუნდი და სამუშაო ატმოსფერო;

 

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, თუკი თვლით, რომ ტურიზმი ის სფეროა, სადაც გინდათ განავითაროთ კარიერა, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.

მადლობა „მიმიონ თრეველში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Beauty Trainer

Avon


04 სექ - 03 ოქტ

Incoming Tour Manager

My Geo Trip


04 სექ - 30 სექ

Incoming Tour Manager

My Geo Trip


10 სექ - 08 ოქტ

PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


23 აგვ - 21 სექ

Менеджер проекта Ресторанно-Гостиничного комплекса

GP Georgia


30 აგვ - 28 სექ

ავიაბილეთების ოპერატორი/ტურიზმის ოპერატორი

ვოიაჟ ტურს ჯორჯია


17 სექ - 16 ოქტ

ანაზღაურებადი სტაჟირება ტურისტულ პროექტზე სამუშაოდ

ატრაქცია


03 სექ - 02 ოქტ