31 აგვ - 30 სექ
ვიპ
საკრედიტო რისკების ანალიტიკოსი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.
სამუშაოს აღწერა:
მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:

- ფინანსური ანალიზის მომზადება;
- კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა;
- საკრედიტო ფაილისა და სხვა სასესხო დოკუმენტების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისთვის წარდგენა;
- საკრედიტო კომიტეტის ორგანიზება, კომიტეტზე საკუთარი პოზიციის წარდგენა შესაბამისი ღირებული არგუმენტაციით და სესხის/ლიმიტის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტის ბიზნეს ადგილის მონახულება და ყველა შესაძლო რისკის შეფასება;
- ფინანსური მონიტორინგების მომზადება და შესაბამის კომიტეტში მონაწილეობა;
- საჭიროების შემთხვევაში საკრედიტო ანგარიშგების მომზადება;
- ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა(>B2);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კარგი კომუნიკაციის უნარები;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ “პროკრედიტ ბანკის” ინტეგრირების პროგრამა.
ინტეგრირების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ შემდეგ ბმულზე: https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=d1a0898bb2806143a7f667f518448cab
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი 2023 წელი
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
საბანკო
ანალიტიკოსი (საბანკო)
ნახვები 227
უნიკალური ნახვები 214