"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების საერთაშორისო პროგრამა - დასაქმების უნიკალური შანსი!
"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყანის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა.
"პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.
პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამაში და გაიაროთ სასწავლო ტრენინგი სერბეთში!
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე
ლოკაცია: პროკრედიტის ტრენინგ ცენტრი ბელგრადში, პროკრედიტის ფილიალები საქართველოში
ჩვენ ვუზრუნველყოფთ:
- საცხოვრებელს;
- ფრენის ხარჯებს;
- ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამის სრული კურსი მოიცავს:
- ზოგად კურსს საბანკო საქმესა და ფინანსებში;
- მაკროეკონომიკის საფუძვლებს;
- ბანკის საკვანძო განყოფილებებისა და ფილიალების საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
- ფინანსური მათემატიკასა და ბუღალტერიას;
- პროექტების წერისა და მართვის ტექნიკის შესწავლას;
- ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ვეძებთ მათ, ვინც არის:
- მიზანდასახული და ენერგიული;
- გუნდური;
- მობილური: შეუძლია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობა;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
- სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია.
და ვისაც აქვს:
- უმაღლესი განათლება(ნებისმიერი სპეციალობა/მიმართულება);
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ინგლისური ენის მაღალი დონე;
- პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.
"პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ "პროკრედიტ ბანკის დასაქმების პროგრამაში" მონაწილეობა, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა.
კანდიდატთან დაკავშირება მხოლოდ, სრულყოფილად შევსებული განაცხადის შემთხვევაში მოხდება.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.procreditbank.ge და http://www.procredit-holding.com
"პროკრედიტ ბანკის" დასაქმების პროგრამისა და საკადრო პოლიტიკის შესახებ დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.procredit-group.com/ge
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
https://cv-uploader.procredit-group.com/Default.aspx?position=11d2e86ffcc986cbb5172f9f48e119f4
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procreditgroup.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com