30 აგვ - 29 სექ
ვიპ
საწყობში დამხმარე/დისტრიბუციის მძღოლი
- სრული განაკვეთი
- მართვის მოწმობაB,C
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: s.chkhartishvili@hrspace.ge
ტელეფონი: +995 591 277 466
რეკრუტინგული და ორგანიზაციული განვითარების ჯგუფი HR SPACE, ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი პარტნიორი კომპანიისთვის, ეძებს თანამშრომლებს საწყობში დამხმარისა და დისტრიბუციის მძღოლის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სფერო: ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოება
სამუშაო დატვირთვა: 09:00- 18:00
ანაზღაურება ორივე პოზიციაზე: 1000 ლარი ხელზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 9.09.2023
საწყობში დამხმარე:
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
- სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია საშუალო სიმძიმის ტვირთის გადაზიდვისთვის შესაბამისი ფიზიკური ჯანმრთელობა
- სასურველია სასაწყობე პროგრამასა და/ან ელექტრონულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
- დატვირთვის და დაცლის პროცესის უზრუნველსაყოფად აქტიური და ოპერატიული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
- საწყობში მისაღები და გასაცემი პროდუქციის უსაფრთხოდ და დაზიანების გარეშე დაცლა/დატვირთვის პროცესის ფიზიკური აღსრულება;
- საწყობში დოკუმენტაციის მიხედვით მისაღები პროდუქციის პოზიციების შესაბამის ლოკაციებზე სწორად და დაუზიანებლად დასაწყობება;
- საწყობიდან დოკუმეტაციის მიხედვით გასაცემი პროდუქციის დატვირთვისას შესაბამისი პროდუქციების პოზიციების სწორად იდენტიფიცირება და სწორი ლოკაციებიდან დატვირთვა;
- სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის მაქსიმალურად კომპაქტურად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განლაგების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირისითვის პროდუქციის ჩაბარება, შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის საფუძველზე;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ბიზნეს ოპერაციებთან დაკავშირებული
- სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
დისტრიბუციის მძღოლი
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
- აუცილებელია მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშულების მართვის უნარი და გამოცდილება
- ь„B” კატეგორიის მართვის მოწმობა,
- „C” კატეგორიის ფლობა ჩაითველა უპირატესობად
- სასუველია დისტრიბუციაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- თბილისისა და მომიჯნავე რეგიონების საგზაო მიმართულებებისა და ლოკაციების ცოდნა
- აპლიკაცია Google Map-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
- ტვირთის დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება;
- სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერი, ფრთხილი ექსპლუატაცია, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური ასპექტით;
- სატრანსპორტო საშუალების გამართული და სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის გეგმიური სერვისების უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად აქტიური და ოპერატიული კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან;
- საწყობიდან სატრანსპორტო საშუალებაზე პროდუქციის დატვირთვის პროცესის მონიტორინგი - დოკუმენტაციაში გაწერილი დასატვირთი პოდუქციის პოზიციების და რაოდენობების სისწორეში დარწმუნების მიზნით;
- მომხმარებლისთვის მისაწოდებელი პროდუქციის უსაფრთხოდ და დაზიანების გარეშე მიწოდების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლისთვის მისაწოდებელი პროდუქციის სწორად გადატვირთვა, როგორც პოზიციების ასევე რაოდენობების ჭრილში;
- მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქციის ჩაბარება, შესაბამის დოკუმენტზე მომხმარებლის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან ხელმოწერის საფუძველზე;
- მიწოდების პროცესის ეფექტურად აღსრულების მიზნით ოპერატიული, საჭირო და სწორი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ბიზნეს ოპერაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე s.chkhartishvili@hrspace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ.ნომერზე (+995) 591 277 466
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ეიჩარ სფეისისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
დისტრიბუცია
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 491
უნიკალური ნახვები 476