30 აგვ - 29 სექ
ვიპ
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 23 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან-18:00 საათამდე)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ხარისხის მართვის წესებისა და სტანდარტების პერიოდული კონტროლი;
- ჰიგიენური სტანდარტების კონტროლი;
- წარმოების პროცესში გამოწვეული ხარვეზების კონტროლი;
- წარმოების პროცესში უხარისხო ნედლეულის აღმოჩენის შემთხვევაში წარმოებიდან ამოღების კონტროლი;
- პროდუქციის საწყობში შენახვის პირობების მონიტორინგი და კონტროლი;
- პროდუქციის სარეალიზაციო სახის სტანდართებთან შესაბამისობის კონტროლი;
- სატრანსპორტო საშუალებების შერჩევით პერიოდულად ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
- მომხმარებლის მიერ ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყონებლივი კომუნიკაციის მოხდენა და პრეტენზიის შესწავლა (მომხმარებელთან ვიზიტი ასეთის საჭიროების შემთხვევაში). პრეტენზიის სრული ჯაჭვის შესწავლის შემდეგ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მიზეზის დადგენა;
- მომხმარებლებთან გეგმიური და შერჩევითი სახის უკუკავშირი ხარისხის კონტროლის მიზნით;
- წარმოებაში შემოსული ნედლეულის და ნაწარმი პროდუქციის ლაბორატორიული შედეგების ჟურნალის წარმოება;
- წარმოებული პროდუქციის კონტროლი სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
- პერიოდულად ლაბორატორიული კვლევების წარმოება აკრედიტირებულ ლაბორატორიებში;
- ISO 22000 სტანდარტის დაცვა, სრულფასოვანი მართვა და საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი;
- სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების რეპორტის სახით მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ვეტერინარიის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ან/და კვების ტექნოლოგის მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია სურსათის უვნებლობის სფეროში სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრამდე.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ნახვები 371
უნიკალური ნახვები 336