26 აგვ - 25 სექ
ვიპ
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კომპანია
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: slotvacancy@gmail.com
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სლოტ კლუბების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
სამუო ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის, პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და აღსრულების კონტროლი;
- პერსონალის ფორმალური დოკუმენტაციის წარმოების სრული პროცესის მართვა (აყვანა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.);
- თანამშრომლების მუშაობის შეფასების პროცესის ზედამხედველობა;
- ყოველ კვარტალური ბიუჯეტის შედგენა;
- ყოველთვიური რეპორტი უშუალო ხელმძღვანელთან;
- თანამშრომელთათვის სამოტივაციო წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება;
- კორპორატიული კულტურის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება და თიმბილდინგი;
- კანომდებლობასთან შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
- ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსის და შრომის მარეგულირებელი კანონდემბლობის ცოდნა;
- MS Office –ის კარგად ცოდნა;
- დაგეგმარებისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარები, როგროც ზეპირი ასევე წერილობით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: slotvacancy@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი"
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
ადამიანური რესურსები
HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნახვები 1086
უნიკალური ნახვები 1048