- სრული განაკვეთი
- 1600 - 2100
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
დიზაინერული
სნიქერების ქართული ბრენდი CROSTY 2016 წელს შეიქმნა. ამჟამად CROSTY-ს პროდუქცია
წარმატებით იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. ჩვენი სნიქერების მომხმარებლები
არიან წარმატებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ეძებენ ახალ
თავგადასავლებს, მიისწრაფვიან განვითარებისკენ, იბრძვიან სრულყოფისა და
თავისუფლებისთვის. სწორედ თავისუფლებაა CROSTY-ს მთავარი ღირებულება და ჩვენი
გუნდის მომავალი წევრისგანაც იგივეს ველით.
ამ ეტაპზე CROSTY აცხადებს ვაკანსიას საწყობის/ინვენტარის მენეჯერის (Stock Manager) პოზიციაზე, შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ეძებს საწყისი დონის პოზიციას და ვინც არის გატაცებული მოდით და ჩვენი ბრენდის ხედვით.
ფუნქცია/მოვალეობები:
- ინვენტარის კონტროლი საწყობში და შოურუმში;
- ახალი ინვენტარის მიღება, დასაწყობება, შემოწმება, დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროდუქციის მიწოდება შოურუმში;
- საწყობის პერიოდული აღრიცხვა;
- მონაცემების განახლება შიდა სისტემებში;
- დანაკარგების მუდმივი კონტროლი, აღრიცხვა და მოძიება;
- საწყობში წესრიგის მუდმივი კონტროლი;
მოთხოვნები:
- ინტერესი CROSTY-ის ბრენდის ღირებულებებისა და ფილოსოფიის მიმართ;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი და პირობები:
- მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #73
- სრული განაკვეთი, 5 დღიანი სამუშაო კვირა, 2 დღე დასვენება;
- ხელფასი: 1600 - 2100 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.