თარიღები: 09 იან - 23 იან
მდებარეობა: თბილისი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: genie@gita.gov.ge
ტელეფონი: +995 32 2 004 482
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში, ლოკალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკალიზაციის პროგრამის განხორცილების მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის ქართველ მეწარმეებს, მოუხსნას ენობრივი ბარიერი ყველა საჭირო კომპიუტერულ პროგრამასა და ციფრულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ლოკალიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი უხელმძღვანელებს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო პლატფორმების (მაგ. amazon, ebay, booking.com, Airbnb, tripadvisor და სხვა) და კომპიუტერული პროგრამების (მაგ. Windows, IOS და სხვა) გაქართულების და მათ სისტემებში საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის ინტეგრაციის სამუშაოებს. ლოკალიზაციის სპეციალისტის მოვალეობებში, ასევე შედის ლოკალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ლოკალიზაციის გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტს.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 იანვარი, 2018 წელი

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილად.

მსგავსი განცხადებები
1C ბიზნეს გადაწყვეტილების პროგრამისტი/პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი

Rossoft


10 იან - 10 თებ

IT  მხარდაჭერის სპეციალისტი

Global Beer Georgia


11 იან - 11 თებ

IT  მხარდაჭერის სპეციალისტი

Global Beer Georgia


28 დეკ 2017 - 28 იან

IT სპეციალისტები გერმანიაში

კომპანია ბრიდჯი


16 იან - 30 იან

IT სპეციალისტი

საერთაშორისო კომპანია


11 იან - 25 იან

Network Administrator

ლიბერთი ბანკი


05 იან - 01 თებ

Менеджер по Продаже Сервисного Обслуживания

MUK Tbilisi


05 იან - 05 თებ