ავტო-გაქირავების მენეჯერი

თარიღები: 10 აგვ - 08 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული რუსული ინგლისური

სხვა ვებ გვერდზე

გაყიდვები:  ავტომობილი, ავტონაწილები გაყიდვები(ზოგადი) დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) ავტო-მოტო სერვისი:  სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"  აცხადებს ვაკანსიას ავტო-გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე კომერციულ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი  09:30-დან 18:00-მდე)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გასაქირავებელ სტოკში არსებული ავტომობილების წესრიგისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • გაქირავებისა და ჩაბარების სრული ციკლის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ავტომობილების მიწოდების უზრუნველყოფა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
  • ავტომობილებთან დაკავშირებული დაზღვევის ადმინისტრირება და სადაზღვევო პირობების  შესრულებაზე ზრუნვა;
  • ბიუჯეტირება და ხარჯების აღრიცხვა - ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულარული ხარჯების პროგნოზირება და ანალიზი;
  • ავტომობილების შესაბამის ლოკაციებზე განთავსებისა და ნებართვებთან დაკავშირებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
  • პროექტის სამიზნე სეგმენტის განსაზღვრაში მონაწილეობა, რეალიზაციის ახალი არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • ფასთა დინამიკის მუდმივი მონიტორინგი გაქირავების ბაზარზე;
  • ტესტ-დრაივების ორგანიზება;
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში მძღოლების მოძიებასა და კოორდინირებაზე ზრუნვა;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-გაქირავების სფეროში);
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/167  და შეავსეთ აპლიკაცია.

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
Менеджер в Тбилиси и Батуми

MIMINO RENT CAR


17 აგვ - 15 სექ

გაყიდვების დეპარტამენტის სერვისის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია პრაიმი


16 აგვ - 14 სექ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო


23 ივლ - 21 აგვ

ნაწილების კონსულტანტის მენეჯერი

ოტო მოტორს ჰოლდინგი


09 აგვ - 07 სექ

სექტორ მენეჯერი

ანგარი ჯი


25 ივლ - 23 აგვ

Account Director

Tbilisi Huawei Technologies Co


16 აგვ - 31 აგვ

Assistant of Regional manager

AE Solar


17 აგვ - 24 აგვ