საწყობის მენეჯერი

თარიღები: 10 აგვ - 08 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: newvisioncosm@gmail.com
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი საწყობის თანამშრომელი

ბრენდების მარიონი, ეკლარი, დრამერსის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის  ვაკანტურ პოზიციაზე.

 

მოვალეობები:

  • თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
  • ტექნიკური საწყობის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
  • პროდუქციის მიღების, განაწილების და დაბრუნების პროცესების მონიტორინგი;
  • მიღებული თუ გაცემული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
  • ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება; 
  • საწყობში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შრომითი ნორმებისა და წესების დაცვით ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დაბრუნებისას წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და პროცესის კონტროლი; 
  • ტექნიკურ საწყობში პროდუქციის განლაგებისას სასაწყობო ფართის რაციონალურად გამოყენება;
  • მატერიალური ფასეულობების სახეობის, ზომების, მარკებისა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
  • ხელშეკრულებების პირობების დაცვა ტვირთვის, გადაზიდვისა და შენახვის პროცესში.


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;



უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: newvisioncosm@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწყობის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მსგავსი განცხადებები
Кладовщик-контроллер

ROSHEN GEORGIA


06 აგვ - 04 სექ

დამხმარე მუშა

გოფრატარა


07 აგვ - 20 აგვ

დამხმარე მუშა ქუთაისში

თერნალი-ჩაი


06 აგვ - 04 სექ

დამხმარე პერსონალი

დიდგორი 2010


08 აგვ - 06 სექ

დამხმარე პერსონალი საწყობში

სანტე ჯი ემ თი პროდუქტები


02 აგვ - 31 აგვ

დამხმარე საწყობში

დოლჩე ვიტა


08 აგვ - 06 სექ

კონსულტანტი/საწყობის თანამშრომელი

სამშენებლო სარემონტო კომპანია რედი


25 ივლ - 23 აგვ