კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

თარიღები: 15 აგვ - 08 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: დოქტორი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@pra.ge
ტელეფონი: +995599303494
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

შპს მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო  უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური და პროფესიული ნიშნით შესარჩევი კანდიდატებისთვის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე - პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი.

 

სოციალური მეცნიერებები

პროფესორი - 3 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია

პროფესორი - 3 ვაკანსია

ასისტენტი - 3 ვაკანსია​

პროფესორი - 3 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია

პროფესორი - 3 ვაკანსია

ასისტენტი - 3 ვაკანსია

 

ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია

პროფესორი - 1 ვაკანსია​

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

პროფესორი - 1 ვაკანსია

ინგლისური ენა

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

პროფესორი - 1 ვაკანსია

აკადემიური წერა

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

პროფესორი - 1 ვაკანსია

პრაქტიკული ინფორმატიკა

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია

პროფესორი - 2 ვაკანსია

ასისტენტი - 2 ვაკანსია

თეორიული ინფორმატიკა

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია

პროფესორი - 2 ვაკანსია

ასისტენტი - 2 ვაკანსია

 

გამოყენებითი ინფორმატიკა

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია

პროფესორი - 2 ვაკანსია

ასისტენტი - 2 ვაკანსია

 

ტექნიკური ინფორმატიკა

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია

პროფესორი - 2 ვაკანსია

ასისტენტი - 2 ვაკანსია​

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია​

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია​

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია

კვლევის მეთოდები

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია

კომუნიკაციები და ტექნოლოგიები

პროფესორი - 3 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია

ასისტენტი - 3 ვაკანსია

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური / სამეცნიერო ხარისხი მიმართულების / დარგის შესაბამისად;
  • პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევად - არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება - ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევად - არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევად - დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო  ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად;
  • ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევად - შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი;
  • უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული არანაკლებ ხუთი სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაცია  შესაბამისი დარგისათვის აქტუალურ საკითხებზე (გარდა ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად).

 

(არასავალდებულო) კრიტერიუმები

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება
  • მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა
  • აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა
  • სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა შესაბამის დარგში

 

საკონკურსო კრიტერიუმები პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • შესაბამის დარგში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში პრაქტიკული ან/და პედაგოგიური მოღვაწეობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ან/და დარგობრივ კონფერენციებში მონაწილეობა (არანაკლებ ერთისა)

 

საკონკურსო კრიტერიუმები პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

  • შესაბამის დარგში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში პრაქტიკული ან/და პედაგოგიური მოღვაწეობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ან/და დარგობრივ კონფერენციებში მონაწილეობა (არანაკლებ ერთისა)

 

დამატებითი (არასავალდებულო) კრიტერიუმები

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება
  • მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში
  • სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა
  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა
  • სახელმძღვანელოს ავტორობა ან/და თანაავტორობა შესაბამის დარგში.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგის აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
  • ავტობიოგრაფია (CV) დეტალური ინფორმაციით  (აპლიკანტის კვალიფიკაციისა და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ; პროფესიული ნიშნით  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  - შესაბამისი პროფესიული ან/და პედაგოგიური გამოცდილების შესახებ (ელექტრონულ და ქაღალდის მატარებელზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ელექტრონულ და ქაღალდის მატარებელზე);
  • ყველა საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაციის (დიპლომი) დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლები (ელექტრონულ და  ქაღალდის მატარებელზე);
  • აკადემიური / პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში - შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ელექტრონულ და ქაღალდის მატარებელზე);
  • კონკურსანტის მიერ შედგენილი შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი (კონკურსანტის სურვილისამებრ);
  • დამატებითი დოკუმენტაცია (სერთიფიკატი, ტრენინგი და ა.შ.) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • უცხო ენოვანი სასწავლო კურსის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი, ცნობა უცხო ენაზე სასწავლო კურსის წაკითხვის შესახებ და სხვა)

 

კონკურსის ეტაპები:

 

პირველი ეტაპი - კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაციის შეფასება/დამუშავება წინამდებარე საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით;

მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის წარმატებით გავლილ აპლიკანტებთან გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექცია

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2018 წლის 10 აგვისტო

 

კონკურსის ვადები:

  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა);
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 18 -19 სექტემბერს;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 20- 21 სექტემბერს;
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 24 სექტემბერს.

 

შენიშვნა:

კონკურსის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების შერჩევას, გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ჩატარებას.

აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის ვადა განისაზღვრება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის:

განაცხადების მიღება იწარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე ქაღალდის მატარებელზე, 10:00– 18:00  საათამდე შემდეგ მისამართზე:  თბილისი, იაკობ ნიკოლაძის #6   

 

დაინტერესებულმა კანდიდიატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე:  info@pra.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 303 494

მსგავსი განცხადებები
3D – მაქსის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


31 ივლ - 29 აგვ

English Teacher

საზოგადოებრივი კოლეჯი გარანტი


31 ივლ - 29 აგვ

Lecturer/Cultural Relations/Western Studies

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი


26 ივლ - 24 აგვ

ავტოკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


31 ივლ - 29 აგვ

არქიკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


31 ივლ - 29 აგვ

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიაში

საქართველოს უნივერსიტეტი


16 აგვ - 14 სექ

ბუღალტერიის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


31 ივლ - 29 აგვ