სერვისების განვითარების მენეჯერი

თარიღები: 15 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: ugtgrouphr@ugt.ge
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე

ამპერი აცხადებს ვაკანსიას სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

 

ამპერი 2012 წელს დაარსდა. დაფუძნებიდან დღემდე კომპანიას ენერგეტიკის დარგში, კერძოდ, ალტერნატიული კვების წყაროების მომსახურების სფეროში, განხორციელებული აქვს სხვადასხვა მოცულობის პროექტი.

ჩვენი კომპანია მუდმივად ავითარებს ახალ მიმართულებებს შესაბამისი დარგებისა და სერვისების მომსახურების სფეროში და თანამედროვე მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ პაკეტს, რომლის მიზანი მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაა.

 

ძირითადი საქმიანობა:

  • სერვისების პროდუქტების შექმნა;
  • სერვისებთან დაკავშირებულ შიდა პროცესებზე რეგულაციების შექმნა, კონტროლი;
  • სერვისების პროცესში ხარვეზების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • სერვისების საფასო პოლიტიკის შემუშავება და ფორმირება;
  • სერვისების გაყიდვების კოორდინაცია;
  • პროექტების კოორდინაცია, ბიუჯეტირება, ანალიზი  და რეპორტინგი;
  • სერვისებთან დაკავშირებული შესაბამისი რესურსების (მ.შ. ადამიანური) მართვა;
  • სერვისებთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: ugtgrouphr@ugt.ge სათაურის ველში მიუთითეთ  „სერვისების განვითარების მენეჯერი’’

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა  31.08.2018

მსგავსი განცხადებები
English and Georgian Speaking Assistant

Global Inspection Company


17 ივლ - 15 აგვ

Recruitment Manager

პი ეიჩ არ საქართველო


10 აგვ - 08 სექ

Workforce Management Specialist

Arvato BERTELSMANN


13 აგვ - 24 აგვ

Ассистент-помощник руководителя компании

33 ვენდინგ


14 აგვ - 26 აგვ

ადმინისტრაციული ასისტენტი/არქივარიუსი

თიბისი ლიზინგი


15 აგვ - 13 სექ

ადმინისტრაციული თანაშემწე

სადისტრიბუციო კომპანია


26 ივლ - 24 აგვ

ბელბოი/ღამის ცვლის ადმინისტრატორი

სასტუმრო Old Tbilisi


01 აგვ - 17 აგვ