სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

თარიღები: 10 აგვ - 08 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: HR@primeconcrete.ge
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი პოზიციაზე

 

“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, - რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

სამუშაო აღწერილობა:

  • ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით
  • ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა
  • სამშენებლო საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
  • დეფექტური აქტების შედგენა
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება
  • კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
  • სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები)
  • უპირატესობად ჩაითვლება AutoCAD-ში და ARCHICAD-ში მუშაობის გამოცდილება
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;

 

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომპიუტერული ტექნიკისა და სპეც. პროგრამების ადვილად ათვისების უნარი;
  • დაკვირვებულობა, დეტალების დაფიქსირების უნარი;
  • პროფესიული განვითარების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • საქმის ორგანიზების უნარი;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.