ოფისის მენეჯერი

თარიღები: 10 აგვ - 08 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@next-gt.com
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი

„ენ ჯი თი ჯგუფი“ აცხადებს კონკურსს ოფისის მენეჯერის ვაკანსიზე

 

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს 10 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად აითი ინტეგრატორ კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30 მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ, მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.next-gt.com/en/

სამუშაოს აღწერა:

  • კორესპონდენციის მართვა;
  • ავია ბილეთების და სხვა ტრანსპორტის ბილეთების დაჯავშნა და მივლინებების ორგანიზება;
  • სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • კომპანიის სტუმრების მიღება;
  • სამეურნეო საკითხების და მარაგების ორგანიზება / დიასახლისთან კოორდინაცია;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;  აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;  რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

საჭირო თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

თუ თქვენ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@next-gt.com 24 აგვისტომდე  და სათაურის ველში მიუთითოთ „ოფისის მენეჯერი“ 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
Office Manager

Home24


23 ივლ - 21 აგვ

Office Manager For Our Tbilisi Office

VAM Systems


08 აგვ - 01 სექ

ბუღალტრის დამხმარე/ოფისის მენეჯერი

პრაიმ ბეტონი


01 აგვ - 30 აგვ

მარკეტინგის გუნდის წევრი/ოფისის მენეჯერი სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ლეიბორისტული პარტია


14 აგვ - 25 აგვ

მენეჯერის ასისტენტი

Safa


16 აგვ - 14 სექ

ოპერატორი/ოფისის მენეჯერი

დიჯიტალ სერვის


16 აგვ - 14 სექ

ოპერატორ-რეგისტრატორი

Neo Medi


31 ივლ - 28 აგვ