საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

თარიღები: 10 აგვ - 24 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@crystal.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის  პოზიციაზე.

“კრისტალი" საქართველოს მასშტაბით  ყველაზე მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც რომელიც 90,000-ზე მეტ მომხმარებელს 61 ფილიალისა და სერვის ცენტრის მეშვეობით ემსახურება.

 

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • საბონუსე სისტემას;
  • პრემიალურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის PR სტრატეგიის შემუშავება და მუდმივად განახლება;
  • PR პროექტების და ღონისძიებების  დაგეგმვა/ორგანიზება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
  • მასობრივი მედიის საშუალებებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ორგანიზაციის სიახლეების შესახებ სამიზნე ჯგუფების ინფორმირება;
  • ორგანიზაციის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;
  • საჯარო პრეზენტაციების ორგანიზება და გაშუქების უზრუნველყოფა; 
  • შიდა კორპორატიული ჟურნალების და სტატიების მართვა;
  • ორგანიზაციის საიმიჯო/სარეკლამო მასალის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • ორგანიზაციის ვებ გვერდისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ვებ გვერდების ფუნქციონირების კოორდინირება, რაც მოიცავს: ვებ გვერდების კონცეფციებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და  ვებ გვერდების შინაარსობრივ მართვას.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
  • მედიასთან თანამშრომლობის გამოცდილება
  • სოციალური მედიის არხების მართვის  გამოცდილება.
     

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სტატიების და საინფორმაციო ტექსტების გამართულად წერის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შემოქმედებითი და არასტანდარტული აზროვნების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა : 2018 წლის   24 აგვისტოს ჩათვლით .

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
PR მენეჯმენტის და მართვის ფსიქოლოგიის მოკლევადიანი კურსი

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


25 ივლ - 23 აგვ

კომუნიკაციის მენეჯერი

Hotel Hub


26 ივლ - 24 აგვ

მარკეტინგის  მენეჯერი

L'Eclair de génie


24 ივლ - 22 აგვ

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

Betlive.com


27 ივლ - 25 აგვ

მარკეტინგის მენეჯერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


31 ივლ - 24 აგვ

მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი

ZOOMMER


13 აგვ - 11 სექ

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

Fixspace


27 ივლ - 24 აგვ