განვადების ოფიცერი რეგიონებში

თარიღები: 10 აგვ - 24 აგვ
მდებარეობა: ზუგდიდი აბაშა ქობულეთი ხონი სენაკი სამტრედია ვანი მარტვილი ზესტაფონი ბაღდათი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: cv@credo.ge
საბანკო:  საბანკო(ზოგადი) სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

კრედო ბანკის ვაკანსია ზუგდიდი , ქობულეთი, ქუთაისი, აბაშა, ხონი, სამტრედია, ვანი, მარტვილი, სენაკი, ამბროლაური,ზესტაფონი და ბაღდათი

განვადების ოფიცერი

,,კრედო ბანკი“ ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ საჩხერე, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთსა და ჩოხატაურში არსებულ  ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

 

კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 67 ფილიალით.  2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
  • პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კრედოს საგანვადებო პროდუქტების  ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერიების გაკეთება;
  • კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება  ბაზებში;
  • განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
  • მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
  • კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • პრაქტიკულობა.

 

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება -  განვადების ოფიცერი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 24 აგვისტო

#გახდიკრედოელი

მსგავსი განცხადებები
ავტოსესხების ოპერატორი

ჯაბა კრედიტი


06 აგვ - 31 აგვ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი/მინი სესხები ბათუმში

თიბისი ბანკი


13 აგვ - 20 აგვ

განვადების მენეჯერი

თიბისი ბანკი


09 აგვ - 07 სექ

განვადების მენეჯერი ახმეტაში

თიბისი ბანკი


10 აგვ - 23 აგვ

განვადების მენეჯერი მარტვილში

თიბისი ბანკი


10 აგვ - 23 აგვ

განვადების მენეჯერი ტყიბულში

თიბისი ბანკი


10 აგვ - 23 აგვ

განვადების მენეჯერი ქუთაისში

ვითიბი ბანკი ჯორჯია


10 აგვ - 24 აგვ