სამაგისტრო პროგრამა “მიგრაციის მართვა”

თარიღები: 10 აგვ - 03 სექ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: migration.magister@tsu.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  სამაგისტრო პროგრამები

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი თანამრომლობით განხორციელებულ ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე – “მიგრაციის მართვა”.

                                            

სწავლის საფასური – სემესტრულად შეადგენს 1125 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად (ყოველი სემესტრის დასაწყისში და ბოლოს); ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი. მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდა საუნივერსიტეტო რეგულაციები.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (A, B ან C ტიპის ტესტი), ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).

 

პროგრამის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე შეუძლიათ როგორც A ასევე B ან C ტიპის ტესტის ჩაბარება.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 27 აგვისტო 3 სექტემბრის პერიოდში.

 

ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

ნინო ფარსადანიშვილი – 599 65 95 77;

 

სოფიკო გვაზავა _ 577 22 07 00;

 

ელ-ფოსტა: migration.magister@tsu.ge

მსგავსი განცხადებები
სრული დაფინანსება სამაგისტრო პროგრამებზე

საქართველოს უნივერსიტეტი


16 აგვ - 07 სექ