1C კონფიგურაციის დეველოპერი

თარიღები: 09 აგვ - 07 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: info@rossoft.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამისტი/დეველოპერი

კომპანია Rossoft, 1C-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას 1C კონფიგურაციის დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი კი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და  ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის  შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.rossoft.ge

 

სამუშაო მოთხოვნები:

  • პროგრამირება 1C-ის 8.2 და 8.3 პლატფორმებზე;
  • კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება, მომხმარებლების მხარდაჭერა;
  • დამატებითი ანგარიშების და დამუშავებების შექმნა;
  • კონფიგურაციის შექმნა/აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა;
  • არსებულ ბაზებზე მუშაობა, მონაცემების გაცვლა არსებულსა და სხვა ბაზებს შორის.

 

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პროგრამული ენების კარგად ცოდნა (C++, Java, C#);
  • სტუდენტურ ან კომერციულ პროექტებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ძირითადი ალგორითმების ცოდნა; 
  • პროგრამული კოდის ტესტირების უნარი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის ინგლისურ და რუსულ ენებზე წაკითხვის / გაანალიზების უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება, სწავლის მიმართ გახსნილობა;
  • აქტიურობა და მიზანმიმართულობა.

 

სასურველია:

  • სპეციალისტის სერტიფიკატის ქონა  - „Cпециалист по платформе 1С 8”;
  • „1C Предприятие 8”-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა, პროგრამირება)
  • კონფიგურაციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და 1C-ის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მეთოდების ცოდნა;
  • პლატფორმის მექანიზმების ცოდნა, მონაცემების გაცვლის უნივერსალური მექანიზმის ცოდნა, ინფორნმაციული ბაზების  განაწილების მექანიზმის ცოდნა;
  • ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა, აქედან არანაკლებ 1 წლისა 8.2 / 8.3 ვერსიაზე. 
  • უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე.


სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი  (კვირაში 40 სამუშაო საათი).
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

 

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ  შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@rossoft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

Rossoft გისურვებთ წარმატებას!
 

მსგავსი განცხადებები
Android დეველოპერი

თიბისი ბანკი


17 აგვ - 30 აგვ

Android/Java დეველოპერი

Qarva


26 ივლ - 24 აგვ

Angular Front-End Developer

კრედო ბანკი


06 აგვ - 28 აგვ

Angular/ვებ პროგრამისტი

Alta Software


08 აგვ - 31 აგვ

C++ Developer

NoMachine Georgia


03 აგვ - 31 აგვ

Front-end Developer

ბიქსტრიმი


10 აგვ - 24 აგვ

Front-End დეველოპერი/სტაჟირება

Multi Task


31 ივლ - 29 აგვ