ხარისხის კონტროლის/მომხმარებელთა მოლოდინების მენეჯერი

თარიღები: 09 აგვ - 07 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@oppa.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი) ანალიტიკოსი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

 „სს ოპპა“ (ყოფილი „სს ნოვა ტექნოლოჯი“) საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით  6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს.კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად.


სს ‘’ოპპა’’ ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას    ხარისხის კონტროლისა და მომხმარებელთა მოლოდინების მენეჯერიპოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ელექტრონულ პროდუქტებში არსებული შესაძლო ხარვეზების იდენტიფიკაცია და რეპორტინგი;
  • ვებ-გვერდის, აპლიკაციისა და სწრაფი გადახდის ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
  • კომპანიის ელექტრონული პროდუქტების განვითარებაში მუდმივი ჩართულობა;
  • მომხმარებელთათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად იდეების გენერაცია და დამუშავება;
  • მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი და მათი საჭიროებების, მოლოდინებისა და კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანგარიშების მომზადება;
  • მომხმარებელთა კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
  • მონაცემთა ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან IT მიმართულებით;
  • ელექტრონული პროდუქტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.


უნარები:

  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • კომუნიკაბელურობა.



ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 09.09.2018-ის   ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

მსგავსი განცხადებები
Business Analyst/Tester - Misys/Finastra Equation In Qatar

VAM Systems


02 აგვ - 31 აგვ

Business Analyst/Tester - Misys/Finastra Equation Lending/Loan Originator In Qatar

VAM Systems


13 აგვ - 11 სექ

Misys/Finastra Trade Innovation Tester In Qatar

VAM Systems


10 აგვ - 08 სექ

Test Manager/ Dynamics CRM for In Qatar

VAM Systems


10 აგვ - 08 სექ

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

PASHA Bank


07 აგვ - 30 აგვ

ტექნიკური მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტი / Senior Technical Support Specialist

ფინკა ბანკი საქართველო


14 აგვ - 28 აგვ

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

Qarva


26 ივლ - 24 აგვ