საკაბელო ქსელის სპეციალისტი ბათუმში

თარიღები: 09 აგვ - 22 აგვ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@servicenetgroup.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ტელეკომუნიკაციების მართვა ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს  შიდა ვაკანსიას  საკაბელო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე   ქ. ბათუმში

 

სამუშაო აღწერილობა:

  • უშუალო ხელმძღვანელთან სავალდებულო  ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გავლა;
  • ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის მიხედვით სამუშაოს შესრულება;
  • საკაბელო უბანზე ერთეულოვანი დაზიანებების აღმოჩენა, დაზიანებული მონაკვეთის დაზუსტება, მისი ნახაზის შექმნა და დაზიანებების აღმოფხვრა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მარეგულირებელი კომისიის რეგლამენტისა და  კომპანია “სილქნეტის” მიერ დადგენილი ვადების ფარგლებში;
  • განმეორებითი დაზიანებების პრევენცია და პროფილაქტიკა; 
  • კაბელის  ვარგისიანობის გასინჯვა გამზომ-გამსინჯავი ხელსაწყოების, კაბელის მძებნელი მოწყობილობების გამოყენებით;
  • სამუშაო უბანზე ყველა სახის და ტევადობის კაბელების ტექნკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლუატაცია;
  • ტექნიკური პასპორტიზაციისა და ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური  მონაწილეობა;
  • გეგმიურ და პროფილაქტიკურ სამუშაოებში  ჩართულობა/მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, საკაბელო ქსელის სპეციალისტის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის  ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

  • ტექნიკურ  სფეროში  განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო  სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2018  წლის 22 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა  ვერ  განიხილება. პარალელურ ეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.

 

მსგავსი განცხადებები
Account Director

Tbilisi Huawei Technologies Co


16 აგვ - 31 აგვ

აბაზანა/კერამიკის ტექნიკური მენეჯერი

ბი-ემ-სი გორგია


03 აგვ - 17 აგვ

ავტომობილების ტექნიკოსის დამხმარე

ლუმენი


07 აგვ - 05 სექ

გარე რეკლამის სპეციალისტი

ვესტა


14 აგვ - 12 სექ

გარე რეკლამის ხელოსნის დამხმარე

სარეკლამო სააგენტო ლოკოკინა


27 ივლ - 25 აგვ

გეოინფორმაციული სისტემების ჯგუფის სპეციალისტი

სილქნეტი


16 აგვ - 02 სექ

დამხმარე ხელოსანი

აი-პი-მედია


17 აგვ - 15 სექ