კონსულტანტი

თარიღები: 15 აგვ - 21 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@technoboom.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია ტექნო ბუმი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში!

კომპანია ტექნო ბუმი დაარსდა 2010 წლის 3 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ტელევიზორების, აუდიო და ვიდეო ტექნიკის, საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების საბითუმო და საცალო ვაჭრობა.  დღესდღეობით კომპანია ტექნო ბუმი საქართველოს მასშტაბით  15 მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანიის კონცეფციას და წამყვან ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს ყველაზე დაბალი ფასის გარანტია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებზე.

 

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 20:00


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომარაგების მიღება;
  • ტექნიკის ჩამოტვირთვა მანქანიდან და განთავსება დარბაზში;
  • ტვირთის გადატანა  საწყობში  / ან განლაგება მაღაზიაში;
  • მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა  შეძენილი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებამდე მისატანად;
  • მენეჯერის მიერ განსაზღვრული  სხვა ვალდებულებების შესრულება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

 

პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • მოთმინების უნარის მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ დაკვირვებული;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: hr@technoboom.ge

გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

კომპანია ტექნო ბუმი ზრუნავს თითოეული თანამშრომლისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე და მათ სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროსა და პირობებს  სთავაზობს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Brand Ambassador/Consultant

HRRA


10 აგვ - 08 სექ

Brand Ambassador/Consultant in Batumi

HRRA


13 აგვ - 26 აგვ

Business Development Executive

VAM Systems


06 აგვ - 01 სექ

Consultant

Farzin


20 ივლ - 18 აგვ

Cosultant

Farzin


24 ივლ - 20 აგვ

Продовец Консултант в​ Зугдиди

პლასტიკს საქართველო


20 ივლ - 18 აგვ

ავტოსათადარიგო ნაწილების გაყიდვების კონსულტანტი

S Motors


20 ივლ - 18 აგვ