გაყიდვების ანალიზისა და ოპერაციების მართვის ხელმძღვანელი

თარიღები: 09 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური ქართული რუსული
ელ. ფოსტა: maryana@pepsi.ge
გაყიდვები:  გაყიდვების ანალიტიკოსი ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)

კომპანია: სს “იბერია რეფრეშმენტსი“  – პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში

პოზიციის დასახელება: გაყიდვების ანალიზისა და ოპერაციების მართვის ხელმძღვანელი

ღია/კრიტერიუმები: ყველა კვალიფიციური და დაინტერესებული კანდიდატებისთვის.

დაწყების თარიღი/დრო: რაც შეიძლება მალე

ხანგრძლივობა: მუდმივი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

სს “იბერია რეფრეშმენტსი“  – პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში ეძებს ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს ანალიტიკური აზროვნებით, რომელიც დაიკავებს გაყიდვების ანალიზისა და ოპერაციების მართვის ხელმძღვანელის პოზიციას.

მისი საქმიანობა მოიცავს მონაცემთა ანალიზს და პროგნოზების შემუშავებას, იქნება ორიენტირებული მზარდი გაყიდვების ეფექტურობის შესრულებაზე, გაუწევს ზედამხედველობას მერჩენდაიზინგის პროცესებს, შეაფასებს და განავითარებს გაყიდვების გუნდის შესაძლებლობებს, დანერგავს მარკეტინგული აღჭურვილობების მართვის პროგრამებს და ა.შ.

 

სამუშაო მოვალეობები:  

  • გაყიდვების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება, იმისთვის რომ გაიზარდოს საერთო გაყიდვების პროდუქტიულობა და ეფექტურობა
  • გაყიდვების დაგეგმარების, პროგნოზირების და საერთო ანგარიშგების საქმიანობის მხარდაჭერა
  • გამოიკვლიოს, გადაამოწმოს და შეადგინოს მონაცემები, ბაზარზე არსებული ოპერაციების შესახებ, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს გაყიდვების გუნდი
  • სტატისტიკის და ტენდენციების ანალიზი; ასევე შეიმუშაოს სახელშეკრულებო წინადადებები მსხვილი კლიენტებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი კლიენტებისთვის
  • გაყიდვების პროცესების არაეფექტურობაზე ანალიზის გაკეთება და პრობლემური საკითხის გადაჭრის ხერხების შემუშავება
  • ეფექტურად აკონტროლოს მერჩენდაიზინგის პროგრამები რომ წარმოქმნას კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე
  • დარწმუნდეს, რომ ცხადი და თანმიმდევრული მითითებები გათვალისწინებულია მერჩენდაიზინგის საქმიანობებში
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს გაყიდვების გუნდთან კონკრეტულად ფილიალის მენეჯერებთან, იმისათვი რომ, დარწმუნდეს რომ გაყიდვების პროგრამა და მიზნები ერთმანეთს შეესაბამება
  • ეფექტურად აღრიცხოს ქსელში არსებული მარკეტინგული აღჭურვილობა, როგორიც არის მაცივრები და TOT, ინვენტარი და აკონტროლოს პროცესები
  • განავითაროს და დანერგოს გაყიდვების სხვადასხვა მეთოდები. ზედამხედველობა გაუწიოს გაყიდვების გუნდს
  • გაყიდვების გუნდს მისცეს რჩევა განვითარების გეგმებზე, და დაარგანიზოს მათთვის ტრეინინგები
  • მოამზადოს ანგარიშები და პრეზენტაციები ბაზარის საქმიანობაზე, კონკურენტულ ანალიზზე, და ზოგადად გაყიდვების ტენდენციებზე გაყიდვების გუნდისთვისა და კომპანიის წარმომადგენლებისთვის.

 

საჭირო კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის), სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • სასურველია გაყიდვებში გამოცდილების ქონა
  • ანალიტიკური აზროვნების, ეფექტური დაგეგმარებისა და პროგნოზირების უნარი
  • ძლიერი დაგეგმარებისა და მართვის უნარი
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული
  • სტრესულ გარემოში და მჭიდრო ვადებში სხვადასხვა ამოცანებზე მუშაობის უნარი
  • ლიდერი და ადამიანების მოტივატორი
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კარგი წერითი, ვერბალური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი
  • MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: maryana@pepsi.ge

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო

მსგავსი განცხადებები
Business Analyst/Tester - Misys/Finastra Equation In Qatar

VAM Systems


02 აგვ - 31 აგვ

Business Analyst-FinnOne/Nucleus In Qatar

VAM Systems


17 აგვ - 15 სექ

Business Analyst-Lending/Loans In Qatar

VAM Systems


17 აგვ - 15 სექ

Business Analyst-Misys/Finastra OPICS In Qatar

VAM Systems


17 აგვ - 15 სექ

Business Analyst-Misys/Finastra Payment Manager In Qatar

VAM Systems


17 აგვ - 15 სექ

Business Analyst-Misys/Finastra Trade Innovation In Qatar

VAM Systems


17 აგვ - 15 სექ

HR რეპორტინგისა და ანალიზის სპეციალისტი

სილქნეტი


09 აგვ - 26 აგვ