დეკორატორი

თარიღები: 09 აგვ - 20 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ბეჭდვა; მასალების დამზადება ზოგადი მარკეტინგი

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია დეკორატორის  პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითრებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დეკორატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის დეკორირების კონცეფციის გათვალისწინებით, საჭირო  ვიზუალური მასალის შექმნა და განახლება;
  • საინფორმაციო ნიშნების, პრდუქციის დასახელებებისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
  • სარეკლამო ან/და საინფორმაციო ბროშურების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • პოსტერების ბეჭდვა, დაჭრა და ლამინირება;
  • დეკორაციის მენეჯერის დახმარება მაღაზიის დეკორირებაში;
  • დეკორაციის დეპარტამენტის მასალებისთვის განკუთვნილი საწყობის მოწესრიგება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების: Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • MS OFFICE - ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

 

თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  2018 წლის  20 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დეკორატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

 

მსგავსი განცხადებები
Content Manager

Orbis Realty


17 აგვ - 15 სექ

Content Writer

GAMESCALE


10 აგვ - 08 სექ

CRM Specialist

რედ-კო


30 ივლ - 28 აგვ

Digital Specialist

Avon


14 აგვ - 31 აგვ

English Content writer

WorldWide Customer Service


17 აგვ - 15 სექ

facebook ადმინისტრატორი/ჰოსტესი

არტ ჰაუს თბილისი


13 აგვ - 11 სექ

Facebook მარკეტოლოგი

სანს გრუფ


31 ივლ - 29 აგვ