IT უსაფრთხოების ინჟინერი

UGT

თარიღები: 14 აგვ - 07 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: vacancy@ugt.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი ქსელის უსაფრთხოების ინჟინერი

UGT აცხადებს ვაკანსიას IT უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე. 


საქართველოს IT ბაზრის ლიდერი სისტემური ინტეგრატორი, კომპანია UGT, ბიზნესისა და სამუშაო მოცულობების მზარდ მოთხოვნებზე საპასუხოდ, აცხადებს ვაკანსიას IT უსაფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ UGT-ის პარტნიორი მწარმოებლების (Microfocus, Checkpoint, Symantec, McAfee, MobileIron და სხვ.) უახლეს ტექნოლოგიებს, ჩაერთოთ ჩვენი დამკვეთების IT უსაფრთხოების სისტემების აგება - მოდერნიზაციის პროექტებში, შეიძინოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს IT ბაზრის განვითარების საქმეში. 


სპეციალიზაცია:

  • მონაცემთა ლოგირება, კორელაცია, ანალიზი, რისკებისა და ინციდენტების მართვის გადაწყვეტილებები (მაგ. MicroFocus Arcsight SIEM, McAfee SIEM);
  • მონაცემთა გაჟონვის აღკვეთის სისტემები (მაგ. McAfee DLP, Symantec DLP);
  • კორპორატიული მობილური სისტემების უსაფრთხოება (მაგ. MobileIron, Check Point Capsule); 
  • აპლიკაციების უსაფრთხოება (სხვადასხვა).

 

საქმიანობის არეალი:

  • სისტემის დიზაინი - კლიენტის ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შერჩევაში მონაწილეობა;
  • ტექნიკური დანერგვა - მიწოდებული სისტემის ინსტალაცია, კონფიგურაცია და არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია;
  • ფუნქციონალური დანერგვა - მიწოდებული სისტემის ბაზაზე Use-Case-ების, შესაბამისი პოლიტიკების და წესების ფორმალიზება და მათი დანერგვა;
  • ტექნიკური მხარდაჭერა - ინსტალირებული სისტემების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკასა და გასწორებაში მონაწილეობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსხვილ ორგანიზაციაში მსგავს სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება - სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ან/და ტექნიკური განხრით;
  • სპეციალიზაციაში შემავალი სისტემების ტექნიკური მხარის, მათი ფუნქციონალური და გამოყენების  შესაძლებლობების ცოდნა.
  • უპირატესობა მიენიჭება ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალიზირებული სერტიფიკატების მფლობელ კანდიდატს.


აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება, მოვლენების სამომავლო განვითარების ლოგიკურად გააზრებისა და დაგეგმვის უნარი;
  • კომპანიის დამკვეთების ინტერესებზე ზრუნვის, მათი ნდობის მოპოვებისა და დარწმუნების უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების ადვილად ათვისების უნარი;
  • საკუთარი ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებაზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისურ / რუსულ ენაზე გამართული კომუნიკაციის შესაძლებლობა;
  • სისტემის არქიტექტურის / დიზაინის წერითი ფორმით კვალიფიციურად გადმოცემის უნარი და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 9 სექტემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: „IT უსაფრთხოების ინჟინერი“

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 

მსგავსი განცხადებები
BPR Specialist/Business Process Reengineering In Different Countries

VAM Systems


13 აგვ - 11 სექ

Business Analyst/Tester - Misys/Finastra Equation Lending/Loan Originator In Qatar

VAM Systems


13 აგვ - 11 სექ

Core Banking Project Manager In Qatar

VAM Systems


31 ივლ - 29 აგვ

Equation Developer in Qatar

VAM Systems


31 ივლ - 29 აგვ

Information Security Systems Engineer in Bahrain

VAM Systems


27 ივლ - 25 აგვ

IT  მხარდაჭერის სპეციალისტი

ნიკორა


24 ივლ - 21 აგვ

IT Security Engineer In Bahrain

VAM Systems


31 ივლ - 29 აგვ