IT მხარდაჭერის ინჟინერი ზუგდიდში

UGT

თარიღები: 14 აგვ - 23 აგვ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 500 - 600
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@ugt.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

UGT აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე ზუგდიდში

 

UGT, ლიდერი IT კომპანია, IT აუთსორსინგის მიმართულებით ორგანიზაციებს სთავაზობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მხარდაჭერის მაღალი ხარისხის სერვისებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.ugt.ge

 

ძირითადი საქმიანობა:

  • მომხმარებლებისთვის მათ კომპიუტერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარება;
  • პერსონალურ კომპიუტერებზე ოპერაციული Windows სისტემის, MS Office-ის, ანტივირუსისა და სხვა სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და განახლება;
  • პრინტერებისა და სკანერების ქსელში და პერსონალურ კომპიუტერებთან მიერთება და კონფიგურაცია;
  • საკაბელო და WiFi ქსელის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk-ის ჯგუფთან ერთად;
  • ვიდეო კამერებისა და ჩამწერი მოწყობილობის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk-ის ჯგუფთან ერთად;
  • კომპიუტერული და საქსელო ტექნიკის მონიტორინგი და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk -ის ჯგუფთან ერთად;
  • მცირე ზომის ფიზიკური ქსელის მონტაჟი;
  • IP ტელეფონების მონიტორინგი და ინციდენტებზე რეაგირება, ახალი ტელეფონების კონფიგურაცია და ინსტალაცია ცენტრალური ოფისის helpdesk -ის ჯგუფთან ერთად;
  • ინტერნეტ სერვისის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და პრობლემებზე რეაგირება, ხარვეზების შემთხვევაში სერვის პროვაიდერთან დაკავშირება ინციდენტის აღმოსაფხვრელად;
  • VNP კავშირის მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ინციდენტების აღმოფხვრა ცენტრალური ოფისის helpdesk -ის ჯგუფთან ერთად;
  • ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების დაფიქსირება ინციდენტების მენეჯმენტის ცენტრალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • მოგვარებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების შესახებ resolution-ების დაწერა ინციდენტების მენეჯმენტის  ცენტრალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • მივლინებები რეგიონში არსებული სხვადასხვა კლიენტთან, ინფორმაციული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • Windows სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა);
  • ზოგადი წარმოდგენა ქსელზე (ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპები, TCP/IP პროტოკოლების სტეკი, IP ადრესაცია ქსელში);
  • ოპერაციულ სისტემებში გამოყენებული ქსელის ნაწილისა და დამხმარე საშუალებების ზოგადი ცოდნა (ping, nslookup, traceroute);
  • სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბროუზერები, ანტივირუსები, სხვადასხვა დამხმარე საშუალება) მუშაობა;
  • სრული ან არასრული უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის კითხვა, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • სისტემისა და პროცესების დიზაინის  წერითი ფორმით გადმოცემის უნარი და საბაზისო ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა.
  • უპირატესობა მიენიჭება IT უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი ცოდნასა და გამოცდილებას;
  • აუცილებელია ავტომობილისა და მართვის მოწმობის ქონა

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური აზროვნება;
  • ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

 

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500-600 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: vacancy@ugt.ge სათაურის ველში მიუთითეთ  IT მხარდაჭერის ინჟინერი ზუგდიდში

CV გამოგზავნის ბოლო ვადაა  23.08.2018

მსგავსი განცხადებები
BPR Specialist/Business Process Reengineering In Different Countries

VAM Systems


13 აგვ - 11 სექ

Business Analyst/Tester - Misys/Finastra Equation Lending/Loan Originator In Qatar

VAM Systems


13 აგვ - 11 სექ

Core Banking Project Manager in Qatar

VAM Systems


20 ივლ - 18 აგვ

Core Banking Project Manager In Qatar

VAM Systems


31 ივლ - 29 აგვ

Equation Consultant In Qatar

VAM Systems


19 ივლ - 15 აგვ

Information Security Systems Engineer in Bahrain

VAM Systems


27 ივლ - 25 აგვ

Internet & Mobile Banking Consultant in UAE

VAM Systems


20 ივლ - 18 აგვ