შეფ-მზარეული ქობულეთში

თარიღები: 09 აგვ - 07 სექ
მდებარეობა: ქობულეთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: vacant@gph.ge
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული

ქ. ქობულეთში სასტუმრო „Georgia Palace Hotel“-ი აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის   პოზიციაზე;

სრული განაკვეთი

 

მოვალეობები:

  • ადგენს და მართავს საოპერაციო ბიუჯეტს;
  • ხელს უწყობს რესტორანსა და კეიტერინგის დეპარტამენტს წლიური გაყიდვების გენერირებასა და განვითარებაში;
  • პასუხისმგებელია სამზარეულოსა და საკუჭნაოზე;
  • უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ტრეინინგს და მეთვალყურეობას უწევს მათ  განვითარებას; უზრუნველყოფს, რომ ყველა პოზიცია დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით;
  • მონაწილეობს ყველა სახის მენიუს შედგენაში;
  • წარმოადგენს სასტუმროს, როგორც კულინარიის ექსპერტი;
  • ურთიერთობს სტუმრებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან;
  • ადგენს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკს ისე, რომ სამუშაოს დროის რომელიმე მონაკვეთი არ დარჩეს სამუშაო ძალის გარეშე;
  • უზრუნველყოფს, რომ დაცული და შესრულებული იქნეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები;
  • შეიმუშავებს თანამშრომელთა კვების განრიგს და თანამშრომელთათვის გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს;
  • ყოველდღიურად ატარებს მინიმუმ 15 (თხუთმეტი) წუთიან შეხვედრებს მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლებთან;

 

პროფესიული მოთხოვნები:

  • პროფესიული გამოცდილება: სასურველია, საერთაშორისო/ადგილობრივ ბრენდულ სასტუმროში, შეფ მზარეულის ან შეფ მზარეულის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია საერთაშორისო სასტუმროს ან სარესტორნო ბიზნესში, სამზარეულოს მართვის კუთხით მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • მოტივირებული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული, კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარების მქონე;
  • გუნდური მუშაობის უნარის ქონა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კრეატიულობა  და  ინოვაციურობა  საქმიანობაში;
  • კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა, ორგანიზებულობა.
  • დროის  ეფექტური  მართვის  უნარი;
  • მენეჯმენტის  პრინციპების  ცოდნა;

 

ანაზღაურება  განისაზღვრება  კანდიდატის  გამოცდილებისა  და  კვალიფიკაციის  მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ  CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: vacant@gph.ge  გთხოვთ  წერილის სათაურად  (subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება  მოხდება  მხოლოდ  შერჩეულ  კანდიდატებთან.

მსგავსი განცხადებები
Executive Chef In Tsinandali

Radisson Blu Resort Tsinandali


23 ივლ - 21 აგვ

Looking Head Chef for Japanese Restaurant

AKASAKA


16 აგვ - 13 სექ

ევროპული კერძების შეფ-მზარეული

სასტუმრო King Gorgasali


28 ივლ - 26 აგვ

სუ შეფი

Mercure Tbilisi Old Town


09 აგვ - 07 სექ

სუ-შეფი

მარკო პოლო


26 ივლ - 24 აგვ

შეფ მზარეული

რესტორანი ჩემო კარგო


16 აგვ - 14 სექ

შეფ მზარეული/მზარეული

TUTA HOTEL TBILISI


08 აგვ - 06 სექ