კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

თარიღები: 09 აგვ - 07 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული
ელ. ფოსტა: jobs@nikora.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) სავაჭრო წარმომადგენელი

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა,დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

 

სს „ნიკორა“  შვილობილი კომპანია  შპს „პარტნიორი“  აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
  • სიახლეებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და  ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
  • თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
  • პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების POS მასალებით მომარაგება  და მათი განთავსების კონტროლი
  • ობიექტის პერსონალთან პოზიტიური  ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • მენეჯმენტისათვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით , შემდგომი გამოყენებისთვის.

შენიშვნა:  გასაუბრებაზე  მოხდება მხოლოდ იმ აპლიკანტების დაბარება რომელთა CV შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

მსგავსი განცხადებები
Sales Representative

Ideal Building Company


10 აგვ - 08 სექ

დისტრიბუტორი-მერჩენდაიზერი ბათუმსა და ხელვაჩაურში

Dar Capital


14 აგვ - 12 სექ

დისტრიბუტორ-პრისეილერი/მერჩენდაიზერი

TID FOODS


17 აგვ - 15 სექ

ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი

სოლიდი


10 აგვ - 08 სექ

მერჩენდაიზერი

ნიუ ბეიქერი


16 აგვ - 13 სექ

მერჩენდაიზერი

Modern Trade Group


16 აგვ - 10 სექ

მერჩენდაიზერი

ნიუ ბეიქერი


27 ივლ - 25 აგვ