იურისტი

თარიღები: 08 აგვ - 06 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: Hr@mogo.ge
იურიდიული:  იურისტი

კომპანია „მოგო“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, თბილისში.

 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტების, დასკვნების, განცხადებების და სხვა) შედგენა/განხილვა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა, სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებში;
  • საჭიროებისამებრ, სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; 
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
  • იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული მიმართულებით);
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

 

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსური სისტება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Юрист

სპან ფიშინგ ინდასტრი


09 აგვ - 07 სექ

ადვოკატი

თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი


16 აგვ - 31 აგვ

ადვოკატი

თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი


23 ივლ - 19 აგვ

იურიდიული ჯგუფის იურისტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


15 აგვ - 13 სექ

იურისტი

ორბი - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა


30 ივლ - 27 აგვ

იურისტი

ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები


30 ივლ - 20 აგვ

იურისტი

პ 360 01


03 აგვ - 31 აგვ