ბიზნეს ოპერაციების მენეჯერი

თარიღები: 08 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@beeline.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ანალიტიკოსი (მარკეტინგი) ზოგადი მარკეტინგი

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო აცხადებს კონკურსს ბიზნეს ოპერაციების მენეჯერის ვაკანსიაზე.

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 12 ქვეყანაში 6 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის. ვიონი საქართველო მომხმარებლებს ასევე სთავაზობს პერსონალურ ციფრულ პლათფორმა VEON-ს.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/

http://veon.ge/

https://www.beeline.ge/

 

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • საფასო სტრატეგიისა და მოდელების განვითარება და მართვა, ოპტიმალური საფასო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით
  • მარკეტინგული, სარეკლამო, გაყიდვების და საკომუნიკაციო აქტივობების ეფექტიანობის გაზომვა
  • კომპლექსური მონაცემებით მარკეტინგული ანალიზის ჩატარება და მენეჯმენტის გუნდისთვის შედეგებისა და რეკომენდაციების წარდგენა
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური აქტივობების კომპანიის KPI-ებთან შესაბამისობის განსაზღვრა, კომპანიის წლიური მიზნების შესრულების უზრუნველყოფისთვის
  • წარმატებული გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარების უზრუნველყოფისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შედეგების მუდმივი მონიტორინგი
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების ინიცირება, განხორციელება და შემდგომი მონიტორინგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით
  • აუცილებლია მონაცემთა ანალიზის გამოცდილება
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ან/და კომერციული ანალიტიკის, Business intelligence, ბაზრის ანალიტიკის, CRM ანალიტიკის გამოცდილება
  • MS office პროგრამების კარგად ცოდნა, MS Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

 

საჭირო უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • დედლაინებში მუშაობის უნარი

 

თუ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 31 აგვისტომდე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

მსგავსი განცხადებები
მარკეტინგის მენეჯერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი


31 ივლ - 24 აგვ

Content Manager

Orbis Realty


17 აგვ - 15 სექ

Content Writer

GAMESCALE


10 აგვ - 08 სექ

CRM Specialist

რედ-კო


30 ივლ - 28 აგვ

Digital Specialist

Avon


14 აგვ - 31 აგვ

English Content writer

WorldWide Customer Service


17 აგვ - 15 სექ

facebook ადმინისტრატორი/ჰოსტესი

არტ ჰაუს თბილისი


13 აგვ - 11 სექ