Angular/ვებ პროგრამისტი

თარიღები: 13 აგვ - 31 აგვ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@altasoft.ge
მისამართი: ედიშერ მაღალაშვილის #8
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  ვებ-პროგრამისტი პროგრამისტი/დეველოპერი ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)

შპს „ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას Angular პროგრამისტის პოზიციაზე.

 

სამუშაოს აღწერა:

შპს „ალტა სოფთვეარის“ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, ინტენსიური კვლევა, კვლევის შედეგების გუნდთან გაზიარება და განვითარება, უშუალო პროგრამირება, ურთიერთობა მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

 

საჭირო კვალიფიკაცია:

  • Angular2 (and higher), Typescript 2.5, HTML 5, CSS3 (Sass/Less)
  • დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ცოდნა/გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან: CSS Flexible Box, Bootstrap, jQuery, Socket.io

 

აუცილებელი უნარები:

  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
  • სიახლეების გამოკვლევის სურვილი და შედეგების გუნდთან გაცნობის შესაძლებლობა;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი სავარაუდო ვადის წინასწარ დადგენა და ამ ვადის დაცვა;
  • რამდენიმე ამოცანის / პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2018 წლის 31 აგვისტომდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები და სასურველია, წარმოადგინონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.

მსგავსი განცხადებები
LEAD C# Developer

AnyWare


15 აგვ - 13 სექ

LEAD FRONT-END DEVELOPER

AnyWare


15 აგვ - 12 სექ

MIDDLE FRONT-END DEVELOPER

AnyWare


15 აგვ - 13 სექ

SENIOR C# DEVELOPER

AnyWare


15 აგვ - 13 სექ

SENIOR FRONT-END DEVELOPER

AnyWare


15 აგვ - 13 სექ

ვებ დეველოპერი

Lemondo


06 აგვ - 31 აგვ

პროგრამისტი/დეველოპერი

ტუნს კოლსალტინგი


01 აგვ - 30 აგვ