ტრენერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
25 მაი - 24 ივნ
სტანდარტი
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/ორგანიზება
- ტრენინგ მოდულების განახლება კომპანიაში არსებული მომსახურების ხარისხისა და პროცედურების მარეგულირებელი სტანდარტების მიხედვით;
- Soft Skills ტრენინგ მოდულების მომზადება და ჩატარება - (კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ლიდერობა, გუნდის მართვა და მენეჯმენტი, გაყიდვების ტექნიკა)
- შიდა ტრენინგების ორგანიზება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
- ტრენინგის მასალების მომზადება/შექმნა (პრეზენტაციები, აქტივობები, ჰენდაუთები და ჰენდბუქები)
- ონლაინ სასწავლო პროცესებში ჩართულობა;
- სატრენინგო მოდულების მუდმივ განახლებაზე ზრუნვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
- შეფასებების ორგანიზება, ჩატარება და რეპორტის მომზადება;
- კადრების შერჩევის პროცესში(ფსიქოლოგიური ტესტების შერჩევა, ტესტირების ჩატარება, მონაცემების დამუშავება და ანალიზი) მონაწილეობის მიღება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების კუთხით (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
- ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია მომსახურების სფეროში);
- სასურველის შერჩევის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია TOT-ის სერთიფიკატი (ტრენინგი ტრენერებისათვის);
- სასურველია SPSS-ის ცოდნა (მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის პროგრამა);
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
- დაგეგმარების კარგი უნარი; კომუნიკაციის კარგი უნარი; პრეზენტაციის წარმართვის უნარი, ორგანიზებულობა; დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
- ფოტოსურათი 3X4 1ც.;
- დიპლომის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: +995 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ადამიანური რესურსები
ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
მეცნიერება/განათლება
ტრენერი