- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- რუსული,ინგლისური


„ვარაზი ჯგუფი“-სარესტორნო ბიზნესის სფეროში წამყვან პოზიციაზე მოღვაწე კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს ორი წარმატებული ობიექტით, რაც ითვალისწინებს ქართულ-ევროპული კერძების ნაირსახეობის ერთობლიობას. მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების მაღალ სტანდარტს და მაქსიმალურად მორგებულია მის კმაყოფილებაზე.
რესტორანი ლუდის სახლი ვარაზი მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, კომფორტულ, მეგობრულ, სტაბილურ სამუშაო გარემოს, მაღალკვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდში გაწევრიანებასა და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობას. კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობასა და დამატებით ბენეფიტებს.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარაზისხევის ქ. 2
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. (სარესტორნო ან სასტუმროს მართვის სფეროში)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა
- სასურველია ფლობდეს ინგლისურსა და რუსულს
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარე;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მობილიზებული;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- დროის სწორად განაწილების უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვა
თუ თვლით, რომ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: vacancy@varazigroup.ge . გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.