მარაგების და ხარჯების აღრიცხვის მენეჯერი საირმეში
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
25 მაი - 24 ივნ
სტანდარტი


კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარაგების და ხარჯების აღრიცხვის მენეჯერი
ანგარიშვალდებული:სასტუმროს ფინანსურ დირექტორთან
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესყიდვის, გადაადგილების, ჩამოწერის ასახვა და კონტროლი სააღრიცხვო სისტემაში;
- ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი;
- ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი;
- დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი;
- ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
- ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი;
- შიდა და გარე აუდიტთან ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება და მოთგან მოთხოვნა;
დამატებითი მოთხოვნები:
- ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
- განთავსების, კვებისა და სასმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Materials Controls და Micros, Fidelio პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ORIS მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge
შ.პ.ს. „კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)