უსაფრთხოების თანამშრომელი საირმეში
ბაღდათი, სხვა
  • სრული განაკვეთი
25 მაი - 24 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის  შემდეგ  კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის  განთავსებაა შესაძლებელი. 
კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი 57 ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა,  თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.  
კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

კონტაქტები : 
შიდა კონტაქტები :  
  • იღებს ინფორმაციას. 
  • კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძვანელის, ან თანამშრომელისაგან.  
  • გასცემს ინფორმაციას. 
  • გენერალურ დირექტორს თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში. 
 
გარე კონტაქტები : 
  • იღებს ინფორმაციას. 
  • თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.  
  • გასცემს ინფორმაციას. 
  • თანამდებობისთვის შესაფერისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში. 

სამუშაოს ზოგადი აღწერა  

  • უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ძირითადი მოვალეობაა სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თანამშრომლების განაწილება ობიექტების მიხედვით. 
  • ობიექტების  შემოწმება და კონტროლი. 
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძცველზე, დარღვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირების მოხდება. 
 
კონკრეტული მოვალეობები: 
  • ატაროს სუფთა უნიფორმა და  გამოიყურებოდეს აკურატულად (სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად) ; 
  • შეასრულოს ყოველდღიური დავალებები სუპერვაიზერის მიერ დავალებული  
  • ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე პასუხისმგებლობა; 
  • უზრუნველყოს სტუმრის უსაფრთხოება და პატივი სცეს სტუმრის საკუთრებას; 
  • უზრუნველყოს თანამშრომლების უსაფრთხოება; 
  • პასუხს აგებს სასტუმროსა და სტუმრების საკუთრებაზე მისთვის განკუთვნილ სამუშაო ადგილას; 
  • სტუმარს ეკონტაქტოს ზრდილობიანად, გამოხატოს მის მიმართ პატივისცემა და შეეცადოს დაეხმაროს ყველა შესაძლო სიტუაციაში.; 
  • დაეხმაროს ყველა დეპარტამენტს სტუმრის მომსახურებაში მაღალი დატვირთვის პერიოდში ; 
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები საჭიროებიდან გამომდინარე; 
 
პასუხისმგებლობები: 
  • ფინანსური ჯარიმები; 
  • საჯარიმო სანქციები; 
  • პრემიების მოხსნა - დისციპლინის სისტემური დარღვევისათვის, კომპანიის კონფიდეციალობის დარღვევისთვის. 
  • ფუნქციონალური (ფუნქციების და დავალებების შეცვლა, სხვა) - კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ დირექტორთან შეთანხმების საფუძველზე 
  • მმართველობითი (მმართველობით დონეზე, პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღების სფეროეის ცვლილებები და სხვა) 
 

ზოგადი მოვალეობები : 
  • როგორც სასტუმროს თანამშრომელს, უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სასტუმროში არსებულ წესებს, ისე როგორც ეს აღწერილია შინაგანაწესში.  
  • თითოებული თანამშრომელი პასუხს აგებს მათთვის გადაცემულ სასტუმროს საკუთრების დაცვასა და უსაფრთხოებაზე 
  • თითოეულ თანამშრომელს უნდა ახსოვდეს, რომ იგი არის სასტუმროს წარმომადგენელი სამსახურშიც და თავისუფალ დროსაც 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის  გამოცდილება; 
  • სასურველია სასტუმროს სფეროში ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
 
პროფესიული უნარები: 
  • დროის მართვისა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი; 
  • დავალებების სწორად გადანაწილება;  
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; 
 
პიროვნული უნარ/ჩვევები 
  • ორგანიზებულობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობა; 
  • მოტივირებული; 
  • სიახლის ათვისების უნარი; 
  • პუნქტუალური, სწრაფი; 
  • მოქნილობა, მოხერხებულობა; 
 
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშავოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge „კურორტი საირმე“ გისურვებთ წარმატებას! 
 
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)