რეგიონალური მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
25 მაი - 24 ივნ
ვიპ
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას „რეგიონალური მენეჯერის“ პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
- ობიექტის მენეჯერისა და პერსონალის შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი;
- ობიექტებზე სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ დადგენიილი ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
- პროდუქციაზე სწორი ფასდებულების დადებისა და სააქციო პოზიციების გაფორმების კონტროლი;
- ობიექტიების მენეჯერების მიერ მარაგების მართვისა და შეკვეთების პროცესის კონტროლი;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადისა და თაროებზე FIFO-მეთოდით განთავსების კონტროლი;
- ობიექტებზე მენეჯერის ფულადი ლიმიტების(მათ შორის ხურდა ფულის უწყვეტობის) კონტროლი;
- მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების პრობლემების აკუმულირება, შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აპექსის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათდან-პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ-მდე;
- სამუშაო ადგილი: კახეთი
- ანაზღაურება შეთანხმებით
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
TOP მენეჯმენტი
რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი