დაცვა - უსაფრთხოების თანამშრომელი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
31 მაი - 24 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Courtyard by Marriott   არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია, პირველ რიგში, ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  ამ დიდ ოჯახს უკვე შეუერთდა  Courtyard by Marriott Batumi. 


 Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი  ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლის ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით, ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.


სასტუმრო  Courtyard  by  Marriott  Batumi  აცხადებს  ვაკანსიას  დაცვა - უსაფრთხოების  თანამშრომლის  პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო სივრცის  კონტროლი ;
  • უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, სახანძრო, კამერების) მართვა, კონტროლი;  
  • ხანძრის, ძარცვის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, სათანადო რეაგირების მოხდენა;  
  • ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრის (შენობის, ყველა სართულის, კიბის უჯრედის, პარკინგის, ისეთი ადგილების მეთვალყურეობა და სხვა ტერიტორიების) შემოვლა, შესაბამისად არასტანდარტული მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირების მოხდენა.

 

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • სასურველია, აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;  
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.  


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირება.


ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2023 წლის 25 ივნისამდე  ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com  სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


გისურვებთ წარმატებას!

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა