ოფისის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
25 მაი - 24 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 12 ბრწყინვალე რესტორანი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!

KFC აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება
  • გარე ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, მიღებული ინფორმაციის კოორდინირება განყოფილებების მიხედვით
  • კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის  აღრიცხვა, მართვა  
  • საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება და ზედამხედველობა
  • თანამშრომელთა მივლინების პროცესის ორგანიზება; ავიაბილეთის შეძენა, სასტუმროს მოძიება/დაჯავშნა
  • თანამშრომლებისთვის  ცნობების, მინდობილობის მომზადება/გაცემა 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@ifc.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება 

გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
International Online Marketing Company
თბილისი