რესტორნის ცვლის მენეჯერი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
25 მაი - 24 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

KFC (Iberia Food Company) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რესტორნის ცვლის მენეჯერი

KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის   ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა. და უკვე გახსნილია  12 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული-    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!


პოზიციის სახელწოდება: რესტორნის ცვლის მენეჯერი

დეპარტამენტი: საოპერაციო დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი (ცვლებში მუშაობის განრიგი)

 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • ორგანიზება გაუწიოს, დაგეგმოს, აკონტროლოს და შეაფასოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო პროცესი (10 – 30-მდე დაქვემდებარებული პირი);
  • ორგანიზება გაუწიოს სტუმრების მომსახურებას;
  • უზრუნველყოს წარმოების ტექნოლოგიური პროცესების შესრულება;
  • უზრუნველყოს აღჭურვილობის ჩვეულ რეჟიმში და გამართულად ფუნქციონირება;
  • რესტორნის გაყიდვებისა და მოგების გაზრდაზე მუშაობა;
  • კომპანიის შიდაგანაწესით განსაზღვრული წესების დაცვა;
  • კომპანიის სტანდარტების დაცვა

        

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სარესტორნო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • ბიზნეს ადმინისტრირებისა და ოპერაციული მართვის უნარი და შესაბამისი გამოცდილება;
  • ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა;
  • უმაღლესი განთლება;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა (Word, Excel, PowerPoint);

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილი განრიგი
  • კონკურენტუნარიანი ხელფასი
  • ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით (მხოლოდ მას შემდეგ რაც კანდიდატი რეალურად შეუდგება საქმიანობას. ბონუსები გათვალისწინებული არ არის
  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში)
  • სოციალური პაკეტი
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მაშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნეთ CV ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@ifc.ge

გთხოვთ პოზიციის დასახელება - რესტორნის ცვლის მენეჯერი მიუთითოთ იმეილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.

Iberia Food Company-ის შერჩევის გუნდი, დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
რესტორნის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
ჯი-ემ-თი გასტრონომია
თბილისი
ჯი-ემ-თი გასტრონომია