შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
25 მაი - 24 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჯითისი ჯგუფი 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.დაარსების დღიდან, ჯითისი ზრუნავს რეპუტაციის ამაღლებაზე და ლოიალური მომხმარებლების ზრდაზე. ჯითისის მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. კომპანიას აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოში წარმოდგენილ ყველა მსხვილ და ავტორიტეტულ სამშენებლო კომპანიასთან.

 ჯითისი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას  შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მიზნით შესყიდვების გეგმის შედგენა
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალის ადგილობრივი შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • მოთხოვნილი შეკვეთის ფასთაკვლევაში და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლის მოძიების პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • არჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
  • მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია; 
  • როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ შეძენილი ტვირთების გადაზიდვის ლოჯისტიკის ორგანიზების და პროცესის მონიტორინგი.
  • პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (მუდმივი განახლება);
  • შესყიდვების დაგეგმვა როგორც გრძელვადიან, ასევე ყოველდღიურ დონეზე საჭიროების შემთხვევაში ** დადგენილ ვადებში შესყიდვების გეგმების განხილვა და მონიტორინგი
  • მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი;
  • მიმწოდებლებისაგან სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მიღების სისწორის კონტროლი; ** მიმწოდებლებთან ანგარიშსწორების მიზნით ბუღალტერიისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადების კონტროლი
  • პროექტის საჭიროების შესაბამისად შესყიდვების გეგმის კორექტირება; ** კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება შესაძლო დაინტერესებულ მხარეებთან;
  • პროექტის ფარგლებში დავალებული საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფის მონიტორინგი; ** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და უფლებამოსილების ფარგლებში აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების სფეროში; სასურველია სამშენებლო მიმართულებით
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი