ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული,ინგლისური
25 მაი - 24 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ჩვენ შესახებ
,,ჯორჯიან სერვის ნეთვორკი’’ (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gsn.ge 

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი (GSN) თბილისის ფილიალში (სამუშაო ლოკაცია: წერეთლის გამზ. №12, მეტრო სადგურ წერეთელთან) აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. 

პოზიციის დანიშნულება:
  • მომხმარებელთა მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების დაცვით

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ანაზღაურება ფიქსირებული 800 ლარი (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა) 

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: 
  • კომპანიის მომსახურებების / პროდუქტების გაყიდვების ზრდა
  • კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლისათვის სრულს ინფორმაციის მიწოდება 
  • გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, როგორც პროგრამული, ასევე მატერიალური სახით

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტი)
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო  გამოცდილება მომსახურების სფეროში 
  • სასურველია: სასაწყობე ან  საბუღალტრო პროგრამაში  მუშაობის გამოცდილება, სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office 
  • უცხო ენა: რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 8 ივნისის 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.  კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი