მონიტორინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
25 მაი - 08 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე. ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

 „ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიაში მომსახურების სტანდარტის დაცვის მონიტორინგი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტებში მონაწილეობა და უშუალო მონიტორინგი;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;

დამატებითი ინფორმაცია
  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მონიტორინგის სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 07 ივნისი, 2023 წელი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების
წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი