პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი

თარიღები: 08 აგვ - 06 სექ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 250 - 1000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: info@rossoft.ge
ბუღალტერია/ფინანსები:  ACCA ბუღალტერი (ზოგადი) ფინანსები(ზოგადი)

კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ფართოდ ცნობილია, როგორც ERP გადაწყვეტილებები) სწრაფად მზარდ პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმინობაა ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარება, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრება.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე:  www.rossoft.ge

 

კომპანია Rossoft აცხადებს ვაკანსიას  მხარდაჭერისა და სტანდარტული სერვისების განყოფილებაში, პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
  • კლიენტებისგან შემოსული ზარებისა და ელექტორნული ფოსტის მიღება;
  • კლიენტის მუშაობის პროცესში გამოწვეული პრობლემების მიზეზების იდენტიფიცირება, პრობლემის შინაარსის ლოგიკური, სისტემური გაანალიზება, მისი წარმოქმნის ფარული მიზეზების გამოვლენა და გადაწყვეტა.
  • დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
  • ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები: აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართული და რუსული - წერა, კითხვა. ინგლისური ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ფლობა.

 

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებული
  • დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე
  • კომუნიკაბელური
  • ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე
  • თავაზიანი დაკ ეთილგანწყობილი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარის მქონე
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
  • პუნქტუალური

 

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი  (კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ანაზღაურება:

 

პირველი ეტაპი -  სტაჟირება, ხანგრძლივობა 2 თვე, ანაზღაურება -  250 ლარი.

მეორე ეტაპი  -  მხარდაჭერის კონსულტანტი, ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე -  ანაზღაურება 500 ლარი.

მესამე ეტაპი  - მხარდაჭერის სპეციალისტი, ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე - ანაზღაურება  1000  ლარი.

მეოთხე ეტაპი - პროექტების მენეჯერი, ხანგრძლივობა და ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმეები, თემაში პოზიციის დასახელებით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@rossoft.ge

Rossoft გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ბექ ოფისის ოპერატორი

სილქნეტი


26 ივლ - 24 აგვ

ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახურის სპეციალისტი

ჯეოსელი


30 ივლ - 17 აგვ

ბუღალტერი

საქსპეცტრანსი


30 ივლ - 28 აგვ

ბუღალტერი

ATA Partners


13 აგვ - 11 სექ

ბუღალტერი

ჯეოსელი


15 აგვ - 31 აგვ

მთავარი ბუღალტერი - სამშენებლო

Nexia TA


14 აგვ - 12 სექ

სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

Nexia TA


10 აგვ - 08 სექ