საწყობის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- 1400
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- მართვის მოწმობაB
03 ივნ - 23 ივნ
სტანდარტი


შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:
წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
შპს "ავტოტექნო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00 – 14:00 (შაბათი)
ანაზღაურება:1400 (დარიცხული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში არსებული პროდუქციის, მარაგებისა და ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- საწყობში მიღებული პროდუქციის ინვენტარიზაციისა და აღწერის უზრუნველყოფა;
- ნაშთების აღრიცხვა და შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის გადაცემა;
- მიმდინარე დავალებების თანამშრომლებისთვის დელეგირება, შესრულების ვადების განსაზღვრა/კონტროლი;
- საწყობის წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობის შესრულება და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია მართვის მოწმობა, B კატეგორია;
- სასურველია პროგრამაში 1C/ბალანსი მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
- უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერულ წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- დაზღვევას;
- FitPass.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება ტექნიკურ-საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,საწყობის მენეჯერი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი