- სრული განაკვეთი
- 1000
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი
აცხადებს ვაკანსიას „საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწის“ პოზიციაზე:
ფუნქცია/მოვალეობები:
- საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
- საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ოფისის დოკუმენტაციის მართვა;
- საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეხვედრების ორგანიზება;
- სავაჭრო ქსელის მართვის საკითხებში ჩართულობა და ხელმძღვანელის ასისტირება;
- სავაჭრო ობიექტების პერსონალის შერჩევისთვის შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრის პროცესში ჩართულობა;
- სავაჭრო ობიექტების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
- სავაჭრო ობიექტში მიმდინარე საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ სავაჭრო ობიექტების პერსონალის ინფორმირების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტებზე მიმდინარე პრობლემების აკუმულირებისა და მათი აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;
- ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია აპექსის პროგრამის ცოდნა;
- ექსელის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
ანაზღაურება 1000 ლარი NET.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge
წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.