ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან. 
 
კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე: 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • საინფორმაციო ზარებზე რეაგირება; 
  • მომსახურების სტანდარტის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა; 
  • გამავალი ზარების განხორციელება: გამოტოვებული ზარები, მიტანის სერვისი, მიმდინარე პროექტების შესაბამისი კვლევა; 
  • გაყიდვის მოთხოვნის დამუშავება/შეკვეთების დაგეგმვის ჯგუფისთვის გადაცემა; 
  • გამავალი ზარების განხორციელება მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისთვის; 
  • რემონტის, აქსესუარების შესახებ ინფორმაციის გაცემა/რემონტის სტატუსთან დაკავშირებული გამავალი ზარების განხორციელება. 
  • მონტაჟის მოთხოვნის მიღება, ვადების დაზუსტება და პროგრამული ფორმირება; 
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების  გადამისამართება და მონიტორინგი; 
  • შემოსული ზარების აღრიცხვა, სორტირება საკითხების მიხედვით; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  (MS Office); 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები; 
  • პასუხიმგებლიანობა; 
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი; 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.ge 2023 წლის 24 ივნისის  ჩათვლით. 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი