კურსი ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში
თბილისი
25 მაი - 22 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 595 343448
კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ აცხადებს სტუდენტების მიღებას ბაზისურ კურსზე ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ადამიანთმცოდნეობასა და სოციალურ თერაპიაში

მაღალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში, რადიკალურად იცვლება ჩვენი ცხოვრება, ურთიერთობები ადამიანებს შორის. ხელოვნურმა ინტელექტმა (განსაკუთრებით Chat GPT-ს გამოგონების შემდეგ) ბევრ სფეროში შეცვალა ადამიანი, რადგან მასზე ბევრად უკეთ ასრულებს უამრავ საქმიანობას. ამის გამო, ადამიანი არასაჭირო ხდება მთელ რიგ პროფესიებში. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ვარდებიან შრომისუუნარო, პრობლემებისა და განვითარებისეული დარღვევების მქონე პირები. ადამიანს ემუქრება ისეთი მთავარი თვისებების დაკარგვა, როგორიცაა შემოქმედებითობა, ფანტაზია, თანაგრძნობა, სიყვარული, თავისუფლება, იუმორი. ამ ფონზე უაღრესად აქტუალური ხდება ადამიანის მთლიანი არსების სიღრმისეული შემეცნება, რათა არ დავკარგოთ საკუთარი არსი, უშინაგანესი ბუნება; რათა ვაკეთოთ სწორედ ის, რისთვისაც მოწოდებულნი ვართ, რაც მხოლოდ ადამიანს ძალუძს და არ გავხდეთ მექანიზმების დანამატები; რათა ყველასათვის მოიძებნოს ღირსეული ადგილი მზისქვეშეთში მიუხედავად განვითარების დონისა. ისეთი პროფესიები, სადაც შემოქმედებითობა, თანაგრძნობა, სიყვარულია საჭირო, ვერასოდეს შესრულდება ხელოვნური ინტელექტის მიერ. ისინი მხოლოდ ადამიანს შეუძლია აკეთოს. მაგრამ ამისათვის მას სჭირდება ადამიანისა და სამყაროს შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.

სწორედ ამ ცოდნის გასაზიარებლად გიწვევთ ამ კურსზე.
მისი ხანგრძლივობაა ორი წელი და მოიცავს თეორიულ, მხატვრულ და პრაქტიკულ ნაწილებს.

თეორიული კურსის განმავლობაში დამუშავებულ იქნება შემდეგი საკითხები:
  • ადამიანი, როგორც ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსება
  • ადამიანი, როგორც განვითარებადი არსება. დაბადება და გარდაცვალება
  • ადამიანის ისტორიული და ინდივიდუალური განვითარების ფაზები. კრიზისები განვითარებაში
  • ცნობიერების ფორმები. ხატოვანი და ცნებითი ცნობიერება
  • ადამიანის სენსორული ორგანიზაცია
  • ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების განვითარება
  • ტემპერამენტი და მისი როლი ბავშვის აღზრდაში
  • ქალური და მამაკაცური საწყისი
  • შეფერხება განვითარებაში და მისი ფორმები
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა
  • სამკურნალო პედაგოგიკისა და სოციალური თერაპიის ისტორია
  • საზოგადოება, როგორც სამწევრა ორგანიზმი
  • ორგამიზაციის სტრუქტურა და განვითარების ფაზები
  • სოციალური კონფლიქტები და მათი მართვა
  • სოციალური სენსიტიურობის გამომუშავების ტექნიკა


მხატვრული კურსი საშუალებას მოგცემთ, განივითაროთ შემოქმედებითი უნარები, დაგეხმარებათ თეორიული მასალის გათავისებაში, აგათვისებინებთ სხვადასხვა მხატვრულ ტექნიკას. იგი მოიცავს:
  • ხატვას
  • ძერწვას
  • ევრითმიას
  • დრამას
  • თექის ნივთებისა და რბილი თოჯინების დამზადებას

პრაქტიკული კურსი გულისხმობს კავშირის სოციალურ-თერაპიულ სახელოსნოებში მუშაობას.
სწავლა მიმდინარეობს სამუშაოდან მოუწყვეტლად.

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ კავშირის სერტიფიკატი. საუკეთესო სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, გაიაროს პრაქტიკა გერმანიის სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებაში.
სწავლების დასაწყისი 2023 წლის სექტემბერი.

მსურველებთან გასაუბრება შედგება 21 ივნისს 18 საათზე.

მისამართი: თბილისი, ძმები ვლადიმერ და ელიზბარ უბილავების ქ. N 8.
E-mail: infoapnsc@gmail.com
facebook: APNSC Dayhome

მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე:
+995 595 343448 მარინა ბულია
+995 577 400753 თამარ დვალიშვილი
+995 555 801100 ლია ასანიშვილი
მეცნიერება/განათლება
სპეც. განათლება
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
მსგავსი განცხადებები