მაღაზიის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი


შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
კომპანია „ალტა“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და მიმდინარეობის კონტროლი;
- მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
- კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განთავსება;
- პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება;
- მაღაზიაში პროდუქციის მერჩანდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
- მაღაზიის საწყობში მარაგების აღრიცხვის დროულად და ზუსტად წარმოების უზრუნველყოფა;
- სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასურველია ტექნიკისა და გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება;
- პრეზენტაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორინეტირებულობა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვირს უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2023 წლის 24 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
გაყიდვები
ელექტრონიკა, ტექნიკა,
ფილიალების ქსელი