მომსახურების ხარისხის განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან. 
შ.პ.ს „ალტა“-ა აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე; 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომსახურების სივრცეებში (მაღაზიები, ქოლ ცენტრები, მიმღები პუნქტები) არსებული სამუშაო სტანდარტებისა და პროცესების შესწავლა. 
  • მომსახურების ხარისხის სტანდარტების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა და ადგილობრივად დანერგვის შესაძლებლობის გამოვლენა;  
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება / განახლება; 
  • მომსახურების გამარტივებისა და განვითარებისთვის ტექნოლოგიების დახვეწის შესახებ იდეების გენერირება, საჭირო პირებთან წარდგენა და განხორციელების პროცესში ჩართულობა; 
  • მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამის სივრცეებში დანერგვისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნის უზრუნველყოფა;  
  • თანამშრომლების ტრენინგების ჩასატარებლად სასწავლო მასალების მომზადებაში ჩართულობა;  
  • სწავლების შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ცვლილებების შესახებ წინადადებების ინიცირება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და რეაგირების მონიტორინგი;  
  • მომსახურების სივრცეებისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის წარდგენა, პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა 
  • სხვა საოფისე პროგრამების ფლობა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • სტერსული სიტუაციების მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობა.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge  2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით. 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. 
გაყიდვები
საცალო კლიენტთა მომსახურება