მექანიკოსების ჯგუფის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
დღეს - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „აგროტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მექანიკოსების ჯგუფის უფროსი

შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით, რომელიც გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.
კომპანია მუდმივად სთავაზობს აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს  ადგილობრივ მომხმარებლებს!
ზრდა-გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 
გახდი ჩვენი გუნდის წევრი უსაზღვრო შესაძლებლობებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: მექანიკოსების ჯგუფის უფროსი
ადგილმდებარეობა: თბისილი (კახეთის გზატკეცილი) 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00 – 14:00 (შაბათი)
ხელფასი: 1000-1200 ლარი NET

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სერვის ცენტრში შემოსული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის  საჭიროებების დადგენა; 
  • ტექნიკისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ტექნიკის მყიდველისთვის გადაცემამდე, ტექნიკური დათვალიერების/შემოწმების ეტაპებში ჩართულობა;
  • ტექნიკური ჯგუფის მივლინების პროცესში ჩართულობა/მართვა; 
  • ტექნიკური ჯგუფის უზრუნველყოფა საჭირო ნაწილებითა და დანადგარებით;
  • სამუშაო ინვენტარის, სერვისის ძირითადი საშუალებების  მარაგების კონტროლი;
  • სერვისის პროცესის/სარემონტო სამუშაოების  ვადების დადგენა და კონტროლი; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება; 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის  ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სავალდებულოა ამავე პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა ;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერული წინსვლა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან;
  • გასაუბრება კომპანიის დირექტორთან. 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მექანიკოსების ჯგუფის უფროსი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი