მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
24 მაი - 23 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
„ბარამბო“ ორიენტირებულია პროფესიონალი კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია ბარამბო აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე, ქვემოთ მოცემულია აღნიშნული

პოზიისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა;
  • ობიექტებში შეღწევა, პოზიციების მოპოვება, გამჯობესება;
  • სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება;
  • სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი;
  • ბარამბოს მერჩენდაიზინგული სტანდარტების დაცვა;
  • კონკურენტული სიტუციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, რეპორტინგი;
  • ბარამბოს წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით სავაჭრო ობიექტებში ასორტიმენტის წარმოდგენის კონტროლი;
  • მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
  • სხვადასხვა პრომო აქციებში აქტიური მხარდაჭერა, მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზერთან;
  • დისტიბუციასთან აქტიური კონტაქტი სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
 
პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • მიზანდასახული
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი : თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge 
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი